თუ სხვა რამ არ არის მოთხოვნილი, ყველა სამკაული მყიდველს ეგზავნება შესაბამისი საფირმო შეფუთვით. თავდაპირველად სამკაული იფუთება ბრენდირებულ ოქროსფერ ქაღალდში, შემდეგ თავსდება ორგანზას ქისაში და იდება მუყაოს პაკეტში. ეს შეფუთვის მომხმარებლებისათვის უფასოა.
თუ მომხმარებელს სურვილი აქვს რომ შეძენილი სამკაული ჩაიდოს ბრენდირებულ მუყაოს კოლოფში, მაშინ საჭიროა ამ კოლოფის საფასურის გადახდა. ამისათვის შეგიძლიათ კალათაში მოძებნოთ ფანჯარა სახელწოდებით: ”სასაჩუქრე კოლოფში შეფუთვა”, ჩამოშალოთ იგი და პასუხად დააყენოთ YES. კოლოფის ღირებულება ავტომატურად დაემატება თქვენს კალათას.