Return

თუ გსურთ რომ დააბრუნოთ ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში შესყიდული ნივთი, გთავაზობთ 7 დღიანი დაბრუნების სერვისს. ნივთის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში შეგიძლიათ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააბრუნოთ შეკვეთა (სრულად ან ნაწილობრივ). ამ ვადის გასვლის შემდეგ შეკვეთის დაბრუნება არ მიიღება. დაბრუნებული ნივთის სანაცვლოდ შეგიძლიათ მოითხოვოთ მისი გადაცვლა, გამოცვლა ან ღირებულების ანაზღაურება.

ნივთის დაბრუნების დროს მისი მიწოდებისა და დაბრუნების ხარჯები ანაზღაურდება მყიდველის მიერ. თბილისში მიწოდებისას ეს თანხა შეადგენს 12 ლარს (2 გზა), ხოლო რეგიონში 22 ლარს (2 გზა).

დაბრუნებული პროდუქცია უნდა იყოს უხმარი, იმავე კონდიციაში როგორშიც იყო მისი მიღების დროს. არ უნდა ქონდეს მოხსნილი ნიშნულები (ბირკა), საფირმო შეფუთვა უნდა იყოს დაუზიანებელი და შეულახავი.

დაბრუნებული გზავნილი, რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, არ მიიღება და მისი ანაზღაურება, გადაცვლა ან გამოცვლა არ მოხდება. ასეთ შემთხვევაში დაბრუნებული ნივთის ხელახალი მიწოდების ღირებულებას იხდის მყიდველი.

მყიდველი არ აანაზღაურებს მიწოდების საფასურს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

- თუ მიწოდებულ ნივთს გააჩნია ქარხნული წუნი.

- თუ მაღაზიამ შეცდომით მოგაწოდათ სხვა ნივთი.

ნივთის დაბრუნებისა და მისი ღირებულების ანაზღაურების შემთხვევაში, თანხა ირიცხება იმავე ანგარიშზე რომლიდანაც მოხდა ამ ნივთის შესყიდვა.

გთხოვთ  გაითვალისწინოთ - ფოტო სურათი შეიძლება მცირედით განსხვავდებოდეს თვალის მიერ აღქმული ვიზუალისგან. ამას ემატება ისიც, რომ ყოველი ცალკეული მომხმარებლის მონიტორზე გამოსახული ფერი არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია როგორც მონიტორის და გაჯეტის მოდელზე ასევე პერსონიფიცირებულ პროგრამულ პარამეტრებზე. შესაბამისად, თქვენს მონიტორზე გამოსახულ ფერსა და პროდუქციის რეალურ ფერს შორის შეიძლება იყოს სხვაობა. თუ ეს სხვაობა არის არსებითი, ეს ნიშნავს რომ შეცდომით გამოგზავნილია სხვა ნივთი და მაღაზია სრულად აანაზღაურებს დაბრუნების ხარჯებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაბრუნების ხარჯები ანაზღაურდება მყიდველის მიერ.

შეკვეთის დასაბრუნებლად გთხოვთ გააკეთოთ შესაბამისი წერილობითი განაცხადი ჩვენს მეილზე eshop@bakara.ge და სათაურში მიუთითოთ შეკვეთის ნომერი. აღწერილობაში უნდა დააფიქსიროთ დასაბრუნებელი ნივთის არტიკული და მიუთითოთ თუ რა მოქმედება გსურთ დაბრუნებული ნივთის სანაცვლოდ (გამოცვლა, გადაცვლა ან ღირებულების ანაზღაურება). ასევე გთხოვთ, მეილს თან დაურთოთ ამ ნივთის შესყიდვის ინვოისი და დასაბრუნებელი ნივთის სურათი. არასრული მონაცემების წარმოდგენის შემთხვევაში დაბრუნების განაცხადი არ განიხილება.