რეგისტრაციის ბონუსები
რეგისტრირებული მომხმარებლები სარგებლობენ შემდეგი უპირატესობებით:
შეფუთვა
თუ სხვა რამ არ არის მოთხოვნილი, ყველა სამკაული მყიდველს ეგზავნება შესაბამისი საფირმო შეფუთვით. თავდაპირველად სამკაული იფუთება ბრენდირებულ ოქროსფერ ქაღალდში, შემდეგ თავსდება ორგანზას ქისაში და იდება მუყაოს პაკეტში. ეს შეფუთვის მომხმარებლებისათვის უფასოა.
თუ მომხმარებელს სურვილი აქვს რომ შეძენილი სამკაული ჩაიდოს ბრენდირებულ მუყაოს კოლოფში, მაშინ საჭიროა ამ კოლოფის საფასურის გადახდა. ამისათვის შეგიძლიათ კალათაში მოძებნოთ ფანჯარა სახელწოდებით: ”სასაჩუქრე კოლოფში შეფუთვა”, ჩამოშალოთ იგი და პასუხად დააყენოთ YES. კოლოფის ღირებულება ავტომატურად დაემატება თქვენს კალათას.
მიწოდების პირობები
მყიდველის მიერ შეკვეთის ადგილიდან გატანა უფასოა. გატანის მისამართია: ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის ქ. 1, სითი მოლი საბურთალო, პირველი სართული, ”ბაკარა ჯუელრი”-ს პავილიონი.
ქალაქ თბილისში - 70 ლარის და მეტი ღირებულების შეკვეთა გამოიგზავნება უსასყიდლოდ. 70 ლარზე ნაკლები ღირებულების შეკვეთის მიწოდების საფასური 6 ლარია. რეგიონებში - 100 ლარის და მეტი ღირებულების შეკვეთის მიწოდება უფასოა, 100 ლარამდე შეკვეთის მიწოდების ღირებულება 11 ლარია.
შეკვეთის მიწოდება ხორციელდება ანგარისწორებიდან მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე.
> სამუშაო დღის 13:00 საათის შემდეგ განთავსებული შეკვეთის მიწოდების ვადა აითვლება მომდევნო სამუშაო დღიდან.
> შაბათ-კვირას და სხვა უქმე დღეებში განთავსებული შეკვეთის მიწოდების ვადა აითვლება მომდევნო სამუშაო დღიდან.
პროდუქციის დაბრუნების წესი
თუ გსურთ რომ დააბრუნოთ ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში შესყიდული ნივთი, გთავაზობთ 7 დღიანი დაბრუნების სერვისს. ანგარიშსწორების მომენტიდან 7 დღის განმავლობაში შეგიძლიათ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააბრუნოთ შეკვეთა (სრულად ან ნაწილობრივ). ამ ვადის გასვლის შემდეგ შეკვეთის დაბრუნება არ მიიღება. დაბრუნებული ნივთის სანაცვლოდ შეგიძლიათ მოითხოვოთ მისი გადაცვლა, გამოცვლა ან ღირებულების ანაზღაურება.
ნივთის დაბრუნების დროს მისი მიწოდებისა და დაბრუნების ხარჯები ანაზღაურდება მყიდველის მიერ. თბილისში მიწოდებისას ეს თანხა შეადგენს 12 ლარს (2 გზა), ხოლო რეგიონში 22 ლარს (2 გზა).
დაბრუნებული პროდუქცია უნდა იყოს უხმარი, იმავე კონდიციაში როგორშიც მიიღეთ. არ უნდა ქონდეს მოხსნილი ნიშნულები (ბირკა), საფირმო შეფუთვა უნდა იყოს დაუზიანებელი და შეულახავი.
დაბრუნებული გზავნილი, რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, არ მიიღება და მისი ანაზღაურება, გადაცვლა ან გამოცვლა არ მოხდება. ასეთ შემთხვევაში დაბრუნებული ნივთის ხელახალი მიწოდების ღირებულებას იხდის მყიდველი.
მყიდველი არ აანაზღაურებს მიწოდების საფასურს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
- თუ მიწოდებულ ნივთს გააჩნია ქარხნული წუნი.
- თუ მაღაზიამ შეცდომით მიგაწოდათ სხვა ნივთი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ: თქვენს მონიტორზე გამოსახული ფერი დამოკიდებულია როგორც მონიტორის მოდელზე ასევე ინდივიდუალურად არჩეულ პროგრამულ პარამეტრებზე. ამდენად, თქვენს მონიტორზე გამოსახულ ფერსა და პროდუქციის რეალურ ფერს შორის შეიძლება იყოს სხვაობა. ამ მიზეზით შეიძლება თქვენს მიერ მიღებული ნივთის ფერი სრულად არ ემთხვეოდეს იმ ფერს რომელსაც აჩვენებს თქვენი მონიტორი. თუ ეს სხვაობა არ არის მნიშვნელოვანი, მაშინ შეკვეთის დაბრუნების საფასურს ანაზღაურებს მყიდველი. თუ სხვაობა მნიშვნელოვანია (მაგალითად: შეკვეთილი ლურჯი ფერის ნაცვლად მიიღეთ მწვანე ფერი), მაშინ ეს ნიშნავს რომ შეცდომით გამოგზავნილია სხვა ნივთი და მიწოდების საფასურს დამატებით აღარ გადაიხდით.
შეკვეთის დასაბრუნებლად გთხოვთ გააკეთოთ შესაბამისი წერილობითი განაცხადი ჩვენს მეილზე და სათაურში მიუთითოთ შეკვეთის ნომერი. აღწერილობაში უნდა დააფიქსიროთ დასაბრუნებელი ნივთის არტიკული და მიუთითოთ თუ რა მოქმედება გსურთ დაბრუნებული ნივთის სანაცვლოდ- გამოცვლა, გადაცვლა ან ღირებულების ანაზღაურება. ასევე გთხოვთ მეილს დაურთოთ დასაბრუნებელი ნივთის სურათი.